გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას შინჯიკაშვილი თავადვე ავრცელებს:
"ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, 4 წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით.
მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის.
მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის.
მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის.
როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში." წერს შინჯიკაშვილი.
შეგახსენებთ, შინჯიკაშვილი - ხარებას მწვავე დაპირისპირების შესახებ არაერთი ინფორმაციაა ცნობილი.
იხილეთ: