"ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას "ოცნებას" ვაკისრებთ - საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოვუწოდებთ" | ქარტია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

როგორც ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. ქარტია თავდასხმაზე სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.

"ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა.

განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ეს ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით და როცა მოძალადე პირები განზრახ აზიანებენ პროფესიულ აპარატურას", - ნათქვამია განცხადებაში.

ქარტიის განცხადების თანახმად, მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია და ინციდენტის სწრაფად გამოძიება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

ამავე თემაზე:

"მოულოდნელად გამოიქცა, ოპერატორს წაართვა კამერა... მობილურიც გამომართვა... მუშტი მოიქნია და მთელი სიძლიერით მომარტყა" | მაკასარაშვილი თავდასხმის დეტალებზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი