"ძლიერი ტვინის შერყევა მაქვს, კლინიკიდან ზეგ გამწერენ - ოპერატორიც კლინიკაშია, აქვს თავზე ჰემატომა" | "ტვ პირველის" ჟურნალისტი მომხდარ თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"ტვ პირველის" ჟურნალისტს მარიამ მაკასარაშვილს "ძლიერი ტვინის შერყევა" აქვს.

როგორც ჟურნალისტმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, მას ინგოროყვას კლინიკაში ცოტა ხნის წინ გამოკვლევები ჩაუტარდა და ექიმების გადაწყვეტილებით ის სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მაკასარაშვილის თქმით, მას კლინიკიდან ზეგ გაწერენ.

"ძლიერი ტვინის შერყევა მაქვს. ზეგ უკვე გამომწერენ. რამდენიმე კვლევა ჩამიტარეს და სახეზე დაბეჟილობაც მაქვს, ამიტომ საჭიროა, რომ კლინიკაში დავრჩე. თავბრუს ხვევაც მაქვს", - თქვა ჟურნალისტმა.

გარდა ამისა, მაკასარაშვილი ამბობს, რომ მომხდარიდან 5 საათზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, იგი არავის გამოუკითხავს.

"ჩვენი პირადი ტექნიკა ჰქონდათ გატაცებული. ადგილზე არავინ არ მოსულა. მოვიდა მხოლოდ სასწრაფო, ისიც 1 საათის შემდეგ. საათსა და 15 წუთში ადგილზე მოვიდა კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი. ჩვენი დიალოგი იყო ზუსტად ასეთი, ამ ადამიანებმა მკითხეს, თქვენ ხართ დაზარალებულიო? კი-მეთქი, კარგითო და წავიდნენ. იმის შემდეგ თვალით არ მინახავს ისინი. ჩემი გამოკითხვა მათ ადგილზე არ მოუხდენიათ, თავდამსხმელიც არ გამოუკითხავთ, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები არ ამოუღიათ", - ამბობს მაკასარაშვილი.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ასევე იმყოფება ტელევიზიის ოპერატორი, რომელსაც "თავზე ჰემატომა" აქვს.

ტვ პირველის გადამღები ჯგუფი გიორგი შინჯიკაშვილის სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ შინჯიკაშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი