"იგეგმება კალაპოტში წყლის დონის შემცირება, მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სიფრთხილე | შსს-ს ცნობით, მტკვარში სამძებრო სამუშაოებში სპეცტექნიკა ჩაერთო

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ, გვიან ღამით მტკვარში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სამძებრო სამუშაოებში მყვინთავი ჯგუფი, წყლის საშუალებები და სამაშველო სპეცტექნიკაა ჩართული.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რის გამოც, შსს მოსახლეობას მოუწოდებს ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში, კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.

"თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი გადავარდა მდინარე მტკვარში. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეცტექნიკა.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე", - წერია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

თბილისში, მტკვარში გადავარდნილი მანქანის ერთ-ერთი მგზავრი ამოიყვანეს | არსებული ინფორმაციით, ავტომობილში რამდენიმე ადამიანი იყო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი