გორში მასშტაბური ინტოქსიკაციის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. მოსახელობის თქმით, მიზეზი, სავარაუდოდ, დაბინძურებული წყალია. თავად წყლის კომპანია ინციდენტზე პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა "მთავარი არხი" ჩავიდა სოფელ ვარიანში, საიდანაც გორის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდება; ჩვენ ვნახეთ, რომ წყლის სათავე-ნაგებობა დაბინძურებულია.
ადგილობრივების თქმით, არსებობს ვერსიაც, რომ წყლის სათავეში საქონელი ჩავარდა და სწორედ ეს გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი.