გორში, სავარაუდოდ, სასმელი წყლით 300-ზე მეტი მოქალაქე მოიწამლა

გამოქვეყნდა:

ასობით მოწამლული ერთ ქალაქში - უკვე 24 საათია ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გორის სამედიცინო დაწესებულებებში  პაციენტების ნაკადი არ წყდება. მასშტაბური ინტოქსიკაციის მიზეზი სავარაუდოდ, სამელი წყალია. თუმცა ამის მიუხედავად ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის და ხალხს არწმუმებს რომ გორის წყალი უსაფრთხოა.

ადგილობრივები დარწმუნებული არიან რომ ინტოქსიკაცია დაბინძურებულმა წყალმა გმოიწვიოა. ისინი პასუხსიმგებლობას წყალმომარაგების კომპანიას აკისრებენ: 

წყლით მოვიწამლე. ყველა წყალს აბრალებს. წყალი დეფიციტური გახდა მაღაზიებში. ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს ამ ყველაფერზე, რომ სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის ბავშვები არიან მოწამლულები, - ამბობს ადგილობრივი.

კომპანიაში კი ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ აღებული სინჯების პასუხი უკვე ცნობილია და გორს სუფთა წყალი მიეწოდება.

ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის  მიერ შემოწმებული პირველადი მონაცემებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. გაერთიანებული წყალომარაგების კომპანია განაგრძობს  წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები  24 საათში გახდება ცნობილი. 

პარალელურად,  სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს  წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან,რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. 
სათავე ნაგებობაზე იმყოფებიან კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს. 

გასულ  დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის  შედეგების მიხედვით  სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა - წერია განცხადებაში, რომელსაც წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლის ამ განცხადების მიუხედავად, განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია სწორედ მას ანიჭებს. როგორც ისინი ამბობენ, ნაცვლად იმისა, რომ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები დაკავებულები იყვნენ წყლის ხარისხზე ზრუნვით, ისინი ჩართულები არიან "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში. 

ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით, გორის მასშტაბით, სულ 300-ზე მეტი ადამიანია მოწამლული. მათმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებებს უკვე მიმართა, ნაწილი კი - მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი