საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება შემცირდა. ამასთან დაკავშირებით წინასწარ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
2025 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 108.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.4 პროცენტით ნაკლებია.
ხორცის წარმოებამ 17.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.4 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 172.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2 პროცენტით მეტია.