დამატებით 53 მოწამლული გორში - ინტოქსიკაციის მიზეზი ისევ უცნობია

გამოქვეყნდა:

გორში მასშტაბური ინტოქსიკაციის შედეგად დღეს კლინიკაში დამატებით 53 ადამიანი შეიყვანეს. მოწამლულთა უმეტესობა არასრულწლოვანია. 

53-დან 26 პაციენტი კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში გადავიყვანეთ. დანარჩენებს გადაგუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში გაეწიათ სამედიცინო დახმარება და უკვე გაწერილები არიან ბინაზე. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზის დადგენა ჯერ კიდევ გრძელდება - ეს არ არის 1 დღეში დასადგენი მარტივი პროცესი, - ამბობს გორის დედათა და ბავშვთა ცენტრის, იავნანას ექიმი. 

შეგახსენებთ, რომ ინტოქსიკაციის პირველი საეჭვო შემთხვევა გორში გუშინ, 5 ოქტომბერს დაფიქსირდა. ამ დროისთვის მოწამლულთა საერთო რაოდენობა 300-ზე მეტია. ადგილობრივების აზრით, ინტოქსიკაციის მიზეზი, შესაძლოა, დაბინძურებული სასმელი წყალი იყოს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი