რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 59%-ით შემცირდა

გამოქვეყნდა:

ღვინის ექსპორტი 43%-ით $71 მლნ-მდე შემცირდა, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ აპრილში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 71 908 230 აშშ დოლარის 24 ათასი ტონა ღვინო. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი  ექსპორტზე გასული იყო 126 535 950 აშშ დოლარის 45 ათასი ტონა ღვინო.     

მნიშვნელოვნად, 59%-ით იკლო რუსეთში ქართული ღვინის გაყიდვებმა.

2025 წლის 4 თვეში საქართველოდან რუსეთში 40 450 620 აშშ დოლარის ღირებულების 14 ათასი ტონა ღვინო გავიდა. 2024 წლის იგივე პერიოდში რუსეთში გატანილი იყო 99 555 760 აშშ  დოლარის  37 ათასი ტონა ღვინო.

რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის შემცირებაზე წერდა რუსული პროპაგანდისტული მედიაც. მარტის თვეში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთმა საქართველოდან ღვინის იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე შეამცირა.

"იანვარ-თებერვალში რუსეთმა ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დაკარგა: მისი იმპორტი განახევრდა და ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.  რუსეთში ქართული ღვინოზე მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი 2025 წლის დასაწყისიდან ალკოჰოლზე აქციზის გადასახადის ზრდაა. ექსპერტები თვლიან, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რუსების კოქტეილის ალკოჰოლზე გადასვლით, ასევე ადგილობრივი წარმოების ზრდით. შესყიდვების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, რუსეთი კვლავ ქართული ღვინის მთავარ ბაზრად რჩება, თუმცა მისი წილი 79%-დან 59%-მდე შემცირდა."-  ნათქვამია "რია ნოვოსტის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ქართული ღვინის რუსეთში იმპორტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევაში წერდა "საქართველიში ღვინის ბაზრის მთავარი მოთამაშეები მმართველ პარტიასთან და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. ამავე დროს, მათი კომპანიები ყველაზე მეტად ხეირობენ ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდისგან. ერთის მხრივ, ეს კომპანიები ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებენ ათობით მილიონ ლარის სუბსიდიებს და სანაცვლოდ, მათი მფლობელები მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან".

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი