საქართველოში I კვარტალში უმუშევრობის დონე გაიზარდა | საქსტატი

გამოქვეყნდა:

2025 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით 0.7% -ით გაიზარდა და 14.7% შეადგინა. 2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 5.3 ათასი კაცით (0.6%) და 958.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 13.5 ათასით შემცირდა (3.0%) და 434.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 10.8 ათასით (4.7%) და 239.4 ათასი შეადგინა.

დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.8%-ს და 45.3%-ს შეადგენს.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 0.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი ქალებში, ხოლო კაცებში - 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.6 პროცენტს და 17.0 პროცენტს შეადგენს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი