საქართველოს რკინიგზას მგზავრთნაკადი 25%-ით, ტვირთბრუნვა კი 6.8%-ით შეუმცირდა

გამოქვეყნდა:

საქსტატის ანგარიშის თანახმად 2025 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით 6.8%-ით ნაკლები, სულ 3.0 მლნ. ტონა ტვირთი გადაიტანეს. ამ მოცულობის 8.4% ადგილობრივ გადაზიდვაზე მოდის, 33.6% - საერთაშორისო გადაზიდვაზე, ხოლო 58% - ტრანზიტზე.

ტვირთბრუნვის კლებაზა განპირობებულია ტრანზიტისა და ქვეყნის შიდა გადაზიდვების შემცირებით. ტრანზიტმა - 1.7 მილიონი ტონა შეადგინა. წინა წელთან შედარებით კლება 8.5%.  ქვეყნის შიდა გადაზიდვები - 255 ათასი ტონა, კლება წინა წელთან შედარებით 35%.

2025 წლის I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51%-ის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთი წარმოადგენდა. 23%-ის გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 25.8%). 2025 წლის I კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 12.8%-ის დანიშნულების ქვეყანას ასევე რუსეთი წარმოადგენდა, 9.1% -სომხეთი, 8% - ყაზახეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 70%).

ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობა დანიშნულების ქვეყნის მიხედვით

13.2% - თურქეთი,
9.7% - ნიდერლანდები,
5.3% - უკრაინა,
3.8 % - ჩინეთი,
3.3 % - რუმინეთი,
2.5% - იტალია,
0.8% - აშშ,

ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 3.3%-ის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.3% - თურქეთი, 2.2% - საბერძნეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზით სულ 349 ათასმა მგზავრმა ისარგებლა. ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით ნაკლებია.

2024 წლიდან საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანისთვის სახელმწიფოსგან სპეციალური სუბსიდიის სახით 8 მილიონს იღებს. ამას ითვალისწინებს რკინიგზასა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს" შორის გაფორმებული შეთანხმება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი