ნაგვის ბუდე, აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს | კალაძე "რიყის დოქებზე"

გამოქვეყნდა:

თბილისის მერია ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟს გეგმავს - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დოქების ადგილზე, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდება:

„არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე და შესაბამისად, საჭიროა კარგი პროექტის განვითარება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში და იქნება ფუნქციონალური. მოხდება მისი დემონტაჟი და იგივე მოცულობის პროექტი განხორციელდება, შეიძლება იყოს სხვა ფორმით. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ახალი ტერიტორია უნდა გამოიყოს და იქ უნდა აშენდეს ახალი შენობა?! აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, სადაც იდგა შენობა-ნაგებობა, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს... შეიძლება, თუნდაც, სასტუმროც. ვნახავთ, გავივლით,“ - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი