"არაფერი იცოდა [ონისემ], არც იფიქრებდა, რომ სხვა პოლიტპატიმრისგან შეიძლება გაუგებრობაში თავი ამოეყო - საღამოს განცხადებასაც გავაკეთებთ ოჯახის წევრები" | ცხადაძე წერილზე

გამოქვეყნდა:

პოლიტპატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა, თორნიკე ცხადაძე პოლიტპატიმრების ნაწილის სახელით გავრცელებულ წერილს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოჯახები ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს საღამოს ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

"მოკლედ ჩემმა ძმამ დამირეკა, რადგან ნახა კობახიძის განცხადება. მანამდე არაფერი იცოდა საერთოდ. საღამოს განცხადებასაც გავაკეთებთ ოჯახის წევრები. რა თქმა უნდა რაც ვიფიქრეთ, სიმართლე ის არის რომ ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილი და აქვთ ნათქვამი, რომ 26 მაისს ბევრი ხალხი რომ გამოვიდეს, ამისთვის რაღაც წერილი კეთდება თითქოს. შესაბამისად მეტი არაფერი იცოდა - არც დეტალები იცოდა ონისემ. არც იფიქრებდა, რომ სხვა პოლიტპატიმრისგან შეიძლება რაღაც ასეთ მინიმუმ გაუგებრობაში თავს ამოყოფდა. ყველა გავაკეთებთ საღამოს განცხადებას და უფრო მეტ სიმართლეს ვიტყვით. კოორდინაციის პირობებში ვართ. პატიმრებს არც სურვილი აქვთ და არც ბერკეტი აქვთ რომ ვინმეს რაიმეთი მოუწოდონ ან აზრი შეაცვლევინო თუ რომელი ბანერით გამოვიდნენ რომელიმე დღეს", - თქვა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიტპატიმართა ნაწილმა საერთო განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი 26 მაისს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მოწოდებით გამოდიოდნენ. ამასთან ოპოზიციას მოუწოდებდნენ მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წერილში ნათქვამი იყო: "ჩვენთვის, ასევე, მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას. ასევე, მოვითხოვთ, რომ ოპოზიციამ მკაფიო უარი განაცხადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე". წერილი გუშინ "დაფიონმა" გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით ის წაიშალა. 

ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ძმამ, თორნიკე ცხადაძემ დაწერა, რომ "არცერთი პატიმრის, არცერთმა ოჯახის წევრმა არ იცოდა ამ წერილზე". 

 

ამავე თემაზე: 

"წერილი ცეცხლაძემ დაწერა - ხელი მოაწერეს: კასრაძემ, კაძელაშვილმა, გორგაძემ, მიმინოშვილმა, ალიევმა, გოშაძემ, ჯავახიშვილმა - ასევე წერილი გააცნეს 11-კაციან ჯგუფს, საიდანაც რვამ მოაწერა ხელი" | ყურუა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი