"საქართველოს ბანკმა" რუს კლიენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის მაღაზიებში 300 ევრო/აშშ დოლარი/სტერლინგი მეტი ღირებულების ფუფუნების ნივთების შეძენის უფლება შეუზღუდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. შეზღუდვები 21 მაისიდან რუსეთში მცხოვრები კლიენტებისთვის ამოქმედდება.
ბანკის კლიენტებმა მიიღეს შეტყობინებები, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეზღუდვები საერთაშორისო სანქციების შესაბამისად არის შემოღებული.
ზოგიერთ მაღალი კლასის უცხოურ საცალო ვაჭრობის ობიექტში, "საქართველოს ბანკის" ბარათებით 300 ევროზე/აშშ დოლარზე/ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე მეტი თანხის გადახდისას, "გადახდის ვარიანტები შეზღუდული იქნება", ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს ბანკი ითხოვს, რეზიდენტობის შეცვლის შემთხვევაში ინფორმაცია ბანკს მიაწოდონ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა საქართველოს ბანკში.
"საქართველოს ბანკი" იცავდა და იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს," - განაცხადეს ბანკში.
ევროკავშირმა რუსეთში 300 ევროზე მეტი ღირებულების ავტომობილებისა და ფუფუნების საგნების მიწოდებაზე აკრძალვა 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე შემოიღო. რუსეთში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ასეთი საქონლის გაყიდვა და ქვეყნის შიგნით გამოყენება აკრძალულია.