ერთი ოჯახისთვის საშუალო თვიური ხარჯი 1 736 ლარია, ყველაზე მეტი კვებაზე და თამბაქოზე იხარჯება, ყველაზე ნაკლები განათლებაზე | საქსტატის 2024 წლის ანგარიში

გამოქვეყნდა:

საქსტატის მონაცემების თანახმად 2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ ოჯახისთვის, წინა წელთან შედარებით, 5.2 %-ით გაიზარდა და 1 736 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 8.2 %-ით გაიზარდა და 540 ლარს გაუტოლდა. 

სამომხმარებლო ფულადი ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება, ყველაზე მეტი 38.1% სურსათზე, სასმელზე და თამბაქოს ნაწარმზე იხარჯება, მეორე ადგილზეა კომუნალურები, მესამეზე ჯანმრთელობა. ყველაზე ნაკლები განათლებაზე იხარჯება.

  • სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე 38.1%
  • საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე 11.6%
  • ჯანმრთელობის დაცვაზე  11.0%
  • ტრანსპორტზე 10.8%
  • ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 5.3%
  • საოჯახო მოხმარების საქონელზე 4.7%
  • განათლებაზე 2.8%   

სხვა სამომხმარებლო ხარჯებ 15.6%

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი