"მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას კიდევ ერთ სტუდენტს, ლიკა ლორთქიფანიძესაც ედავებიან" | ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

გამოქვეყნდა:

17 მაისს, "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, მარიამ ლაშხისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას "ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრს, ლიკა ლორთქიფანიძესაც ედავებიან. ინფორმაციას თავად მოძრაობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 27 მაისს.

"მის წინააღმდეგ აღძრულ სამართლებრივ დევნაზე ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისგან ბრალდებულს არ მიუღია. რეჟიმი აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას, ჩვენი პასუხი კი უცვლელია - არ გვეშინია, არ გავჩერდებით! სოლიდარობას ვუცხადებთ ამავე საქმეზე ბრალდებულ სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის წევრ, თათია აფრიამაშვილს, რომლის პატიმრობასაც ითხოვს რეჟიმის პროკურატურა", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ოცნების" დეპუტატი მარიამ ლაშხი ერთ-ერთ კაფეში, თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან, ერთად იმყოფებოდა - ადგილზე აქტივისტები მივიდნენ - შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს... ძირს რუსეთის მონები". ლაშხის საჩვრის საფუძველზე შსს სამოქალაქო აქტივისტის, თათია აფრიამაშვილის პატიმრობას ითხოვს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი