მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ საქმეზე შსს კიდევ ერთი სტუდენტის, ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდენტის და "ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს. 

შეგახსენებთ, რომ ლიკა ლორთქიფანიძეს 17 მაისს, "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, მარიამ ლაშხისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან

ცნობისთვის, მარიამ ლაშხი ერთ-ერთ კაფეში, თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან, ერთად იმყოფებოდა - ადგილზე აქტივისტები მივიდნენ - შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს... ძირს რუსეთის მონები". ლაშხის საჩივრის საფუძველზე შსს სამოქალაქო აქტივისტის, თათია აფრიამაშვილის პატიმრობასაც ითხოვს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი