ქვიშის ნისლი ანაკლიაში - ხალხი სახლებს ტოვებს

გამოქვეყნდა:

მოსახლეობა ანაკლიას ტოვებს. მიზეზი ზღვის ფსკერიდან ამოღებული ქვიშა და ამის გამო გაჩენილი  ქვიშის   ნისლია. მათ, ვინც პორტთან ახლოს ცხოვრობს, სახლების დატოვება  დღეს, გამთენიისას, მოუწია. 

მაშინ, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ეტაპი დაიწყო, ზღვის ფსკერის ჩაღრმავების მიზნით  ქვიშა ამოიღეს. ახლა ის დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზეა დასაწყობებული და 10 ჰექტარ ტერიტორიაზე დაყრილი. ქარიანი ამინდის დროს კი, ზღვისპირა ანაკლიაში გაჩერება შეუძლებელია და მოსახლეობას სახლების  იძულებით დატოვება უწევს.

ჯავშნებს აუქმებენ დამსვენებლებიც, ზიანდება საცხოვრებელი სახლები და მოსავალი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება ქვიშიანი ტერიტორიის ჰუმუსოვანი მიწით დაფარვას  დაპირდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა. ანაკლიის მოსახლეობა აქციებით იმუქრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება 9 იანვარს გაწყვიტა. პორტის მშენებლობა ჩავარდა. კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი სარჩელი საერთაშრორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი