მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს - ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ დღეს გაასაჯაროვა.

იმ მომენტში, როდესაც გიორგი გახარიას ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება უნდა გაეკეთებინა, მთვარობის სხდომაზე გახმოვანების მთელი სისტემა წყობიდან გამოვიდა. გახარიამ საუბარი ვეღარ გააგრძელა, რომ ამიტომ პირველი ანაკლიის პორტის მშენებლობა ამ ეტაპზე ჩაშლილად მაია ცქიტიშვილმა გამოაცხადა. 

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს არა მხოლოდ ანაკლიის პორტის მშენებლობის უფლება ჩამოართვა, ივანიშვილის გუნდის ხაზარაძეს მილიონების მიტანას სთხოვს ამბობენ, რომ პორტის მშენებლობა ხაზარაძის გამო ჩაიშალა, ამიტომ მან ჯარიმა უნდა გადაიხადო.  

ბიზნესმენები და ანალიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის დაბლოკვით ივანიშვილმა რუსული დავალება შეასრულა, ანაკლიის გაჩერებას მოსკოვი ითხოვდა და არავისთვის საიდუმლო არ ყოფილა. ფადი ასლის დღევანდელმა მთავრობის სხდომამ განგსტერული საქართველო გაახსენა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი