160 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება - მსოფლიო ბანკის შემაშფოთებელი პროგნოზები

გამოქვეყნდა:

უმსხვილესი დონორი ორგანიზაციის შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა შემცირდება და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება ასობით ათასი მოქალაქე. ნახევარ მილიონი ადამიანი დაკარგავს შემოსავალს.

საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ 2021 წელს ქვეყანა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს. მსოფლიო ბანკის მოლოდინით,  ეკონომიკური ზრდა 4%-ს, ვროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მოლოდინით კი - 3,5%-ს ვერ ასცდება. 

მსოფლიო ბანკი 2020 წელსაც აჯამებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული მძიმე შეზღუდვების გამო, 160 000-მდე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება, 400 000 ადამიანი კი - მნიშვნელოვნად დაკარგავს შემოსავალს

2021 წლის ბიუჯეტში საქართველოს მთავრობას ეკონომიკის 5%-იანი ზრდა აქვს დაანონსებული. ფინანსთა მინისტრის მოადგილე იმდენად ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ არ გამორიცხავს ქვეყანამ კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს:

ყოველთვიურად უფრო ნაკლებია შემცირების მაჩვენებელი, ვიდრე ეს იყო წინა თვეებში. წლევანდელი შემცირება - 4,9% - აბსოლუტურად რეალისტურია. რაც შეეხება მომდევნო წელს, დღეს რა პროგნოზებიც არსებობს, 5% აბსოლუტურად რეალისტურია. ეს დამოკიდებულია იმ მაჩვენებლებზე, რომლებიც გვაქვს ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. ექსპორტის მაჩვენებელზე ველოდებით მინიმუმ 5-6%-იან ზრდას, იმპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იქნება გაზრდილი, ინვესტიციები როგორც სახელმწიფო ნაწილში, ისე კერძო ნაწილშიიქნება გაზრდილი და ეს ყველაფერი, მაკროეკონომიკური მოდელით თუ დავთვლით, გამოიყვანს 5%-იან ზრდას - ამბობს გიორგი კაკაურიძე.  

ოპოზიციის წევრებისთვის კი საქართველოს მთავრობის ოპტიმიზმი გაუგებარია და ისინი 5%-იან ზრდასაც არ ელოდებიან:

საქართველოს მთავრობა რატომღაც ვარაუდობს 5%-იან ზრდას, რომელიც არანაირ ეკონომიკურ საფუძველზე არ არის დამყარებული. რა თქმა უნდა, ახლა უნდათ შეალამაზონ, ბიუჯეტს ჩაუტარონ კოსმეტიკური რემონტი და წარმოაჩინონ არჩევნების წინ, რომ, თითქოს, ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია. 

შეგახსენებთ, რომ IPSOS-ის კვლევის მიხედვით, რომელიც "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარდა, გამოკითხულთა 75%-ის აზრით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი