საქართველო ბელარუსის წინააღმდეგ - ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრისთვის ემზადება.
მოგებული გუნდი ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს, საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამდე მხოლოდ ერთი მატჩი იქნება ჩასატარებელი. ასე ახლოს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატთან არასოდეს ყოფილა. შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გუნდი ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება, ბელარუსის წინაღმდეგ თამაშს გიორგი ჩაკვეტაზე ვერ შეძლებს. ბელარუსს კი ქვეყანაში შექმნილი ურთულესი პოლიტიუკური მდგომარეობის გამო ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე დააკლდება.
დღეს ნაკრების ფეხბურთელებს ქომაგებმა საპატიო კორიდორი მოუწყვეს და ხვალაც იგივეს გეგმავენ, მთავრობის გადაწყვეტილებით ნაკრების უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე მაყურებელთა 30%-ის დაშვებაც აიკრძალა.