"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ტაქსის მძღოლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
როგორც ტაქსის მძღოლები ამბობენ, გარდა იმისა, რომ მუშაობა თითქმის შეუძლებელი გახდა პანდემიის პირობებში, დამატებით მათთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც 31 ოქტომბერს "ქართული ოცნება" არჩევნებში დამარცხდება, ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა თითოეული მოქალაქის ცხოვრება გამარტივდეს და გაუმჯობესდეს.