თავდასხმები ჟურნალისტებზე, შერჩევითი სამართალი - ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში

გამოქვეყნდა:

თავდასხმები ჟურნალისტებზე, შერჩევითი სამართალი და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები- ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში ყველა ის ფაქტი მოხვდა, რაზეც ხელისუფლება რეაგირებას არასდროს ახდენს.

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში 1 მარტიდან -1სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. სამოქალაქო სექტორი კანონდარღვევებზე ეფექტურ გამოძიებას და მყისიერ რეაგირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება.

ანგარიშში მიმოხილული და გაანალიზებულია ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც წინ უძღოდა საქართველოში ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის გამოცხადებას, მათ შორის, საპროტესტო აქციები საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მისი გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის არჩევნების თაობაზე, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი