იმის მიუხედავად, რომ უეფამ ქვეყანას სტადიონზე მაყურებელთა 30% პროცენტის დასწრების უფლება მისცა, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაიხია უკან და საქართველო-ბელარუსის შეხვედრა, სადაც ჩვენს ნაკრებს გამარჯვება სჭირდება, რათა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდება.
შეხვედრამდე ორ საათზე ნაკლებია დარჩენილი. დღეს გულშემატკივარი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიასა და მუშტაიდის ბაღში შეიკრიბება, საიდანაც თამაშის მიმდინარეობას მიადევნებს თვალს, მანამდე კი საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებმა საქართველოს ნაკრების ავტობუსს დაუვიწყარი კორიდორი მოუწყვეს და ფეიერვერკებით მიახვედრეს, რომ მათ აქტიურად უგულშემატკივრებენ.