UEFA-ს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრაზე საქართველომ ბელარუსი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
გოლი შეხვედრის მე-7 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს, ფინალურ შეხვედრაზე გამარჯვების შემთხვევაში, პირველად ექნება ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი.
ფოტო: GFF