ქუთაისის თავზე საქართველოს დახეული დროშა ფრიალებს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიამ ეროვნული სიმბოლიკის შესახებ კანონი დაარღვია - ქვეყნის დროშა ქალაქის თავზე დახეული ფრიალებს. ეს მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ დროშა ქარმა წაიღო.

აქ რომ დროშა ქარიანი ადგილის გამო ვერ დაიკიდებოდა, მთელმა ქუთაისმა იცის. ამ საკითხზე ტენდერი 6-ჯერ გამოცხადდა, მაგრამ უშედეგოდ - დროშა ხან იხევა, ხან ქარს მიაქვს, - ამბობს ქუთაისის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან", გიგა შუშანია. 

ცნობისთვის, ქალაქის შემოსასვლელში დროშის მონტაჟი ბიუჯეტს 50 000 ლარამდე დაუჯდა. ეროვნული სიმბოლიკის აღმართვა ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. ჯერ, მერიამ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ ნიადაგი, სადაც დროშის დგარი უნდა მოწყობილიყო, არ შეუსწავლია, სხვა ტენდერები კი ან შეწყდა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე ბოლო მომენტში თქვა უარი. მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში შპს "ნიუ იბერიამ" გაიმარჯვა, რომელსაც დროშის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 49 959 ლარი გადაეცა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, ეროვნული სიმბოლიკის აღმართვას ადგილობრივი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი