50 000-იანი დროშა, რომელიც 2 წელი “ვერ დაკიდენ”, ქარმა წაიღო

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობას ორ წელზე მეტხანს ცდილობდა. 

საბოლოოდ, ქალაქის შემოსასვლელში დროშის მონტაჟი ბიუჯეტს 50 000 ლარამდე დაუჯდა, თუმცა დღეს ეს დროშა ქარმა წაიღო. 

ეროვნული სიმბოლიკის აღმართვა ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. ჯერ, მერიამ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ ნიადაგი, სადაც დროშის დგარი უნდა მოწყობილიყო, არ შეუსწავლია, სხვა ტენდერები კი ან შეწყდა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე ბოლო მომენტში თქვა უარი. მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში შპს "ნიუ იბერიამ" გაიმარჯვა, რომელსაც დროშის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 49 959 ლარი გადაეცა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, ეროვნული სიმბოლიკის აღმართვას ადგილობრივი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი