დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ, წინა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე წარადგინეს საარჩევნო ანგარიშის ორი ხედვა, ეროვნული - "პოლიტიკა ხალხისთვის" და დიდუბე-ჩუღურეთი 2024 - "ჩემი უბანი ჩემი ქვეყანაა".
არცერთ ჩემ კონკურეტს არ აქვს ასეთი კონკრეტული გეგმა ამ ორი მიმართულებით. მე მაქვს პრეტენზია, რომ მე ვიქნები მაჟორიტარი, რომელიც იქნება თითოეული დაჩაგრული მოქალაქის ზურგი ამ პარლამენტში, - თქვა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძის მხარდასაჭერად დღეს, აქციაზე, მივიდა პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. მისი თქმით, ხალხს სჭირდება ისეთი დეპუტატი, რომელიც იბრძოლებენ თანამედროვე განათლებისთის, სამართლიანობისთვის და ადამიანების უფლებებისთვის.