ლარი მოკლეს - "ევროპული საქართველოს" აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან

გამოქვეყნდა:

"ლარი მოკლეს"  - ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან. "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის  წარმომადგენლებმა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური პრობლემები, გააპროტესტეს.

ყველაზე მეტად მათი ჩაფლავება ჩანს ლარის კურსში, რომელიც მათი მმართველობის პერიოდში არის გაუფასურებული 60%-ით. ისინი თავიანთი თავის გარდა ამ პრობლემას ყველას და ყველაფერს აბრალებენ, - თქვა ახალგაზრდული ფრთის წევრმა, თათია ვახტანგაძემ.

ახალგაზრდებმა,  "ქართული ოცნების" ლიდერების ცნობილი ფრაზები გამოფინეს  და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი კუპიურები ცაში აყარეს. პერფორმანსის დასრულების შემდეგ, აქციის მოანაწილეებმა კანცელარიის მიმდებარე ტერირტორია დაალაგეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი