"შენობა დაიკარგა, ყველაფერი დავკარგეთ..." - პანდემიას შეწირული ბიზნესი

გამოქვეყნდა:

ქონება ჩამოართვეს, შენობა კი გასაყიდად გაიტანეს. ერთი წლის წინ , ოჯახის მცირე დანაზოგს, ბანკის სესხი დაამატეს და ბიზნესი ასე დაიწყეს, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, თუმცა  პანდემიის დროს ეკონომიკურმა შეზღუდვებმა და ჩაკეტილმა მიმოსვლამ ყველაფერი წყალში ჩაყარა. 

ბავშვთა გასართობმა ცენტრმა მუშაობა მარტში შეწყვიტა. აპრილში ბანკმა კრედიტის გადახდა დაავალდებულა. ვალის გადაუხდელობის გამო ივნისში შენობის დაცლა მოუწიათ. საკუთარი ხელით ნაშენები დეკორაციებისა და რეკვიზიტებისგან შენობა  სამ დღეში გაათავისუფლეს, თუმცა კრიზისი ამით არ დასრულებულა. საოჯახო ბიზნესი სრულად, ბოლომდე კოტრდება.  

ბავშვთა გასართობმა ცენტრმა "მინიონები" ფუნქციონირება 7 წლის წინ დაიწყო. ჯერ იყო გლდანში, შედარებით მცირე ზომის ერთდარბაზიანი შენობა. წლებთან ერთად ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა და  ოჯახმაც ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა. ვარკეთილში მეორე ფილიალის გახსნის შემდეგ ბიზნესი კიდევ უფრო კარგად აეწყო და მეგი მექერიშვილმა ოჯახთან ერთად საბურთალოზეც 300 კვადრატული შენობა შეისყიდა. დღეს კი ბიზნესი ბიზნესად გაქრა და დარჩა დიდი საბანკო ვალდებულებები. ოჯახი, რომელსაც ერთ დროს 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული დღეს ულუკმაპუროდაა დარჩენილი, გამოსავალი კი არ ჩანს.

კომპანიების მასობრივი გაკოტრება გაზაფხულზე  დაიწყო. საბანკო ვალდებულებების გადახდა სამსახურის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა.  იმართება აქციები , თუმცა მათი ხმა არავის ესმის , ან არ უნდათ რომ გაიგონ.  

სარესტორნო და საკლუბო ბიზნესი, ივენთ კომპანიები , ბავშვთან გასართობი ცენტრები , ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ეს  მცირე ჩამონათვალია , რომლის უკანაც 100 000 ზე მეტი ადამიანი დგას. ადამიანები , რომლებიც ყველანაირი ხელშეწყობის გარეშე დარჩნენ და დღეს საკუთარი თავის გადასარჩენად  უიმედოდ იბრძვიან.  აქციებს აქციებზე აწყობენ , შედეგს ვერ ხედავენ თუმცა დანებებას არ აპირებენ , ცდილობენ საკუთარი ხმა სახელმწიფოს ყურამდე როგორმე მივიდეს. 

მთავარ მოთამაშეს როგორც აწყობს , ისე იმოქმედებს სამი მუშკეტერიც. ასე მოხდა 8 ოქტომბერსაც. უეფამ საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების უფლება მისცა, თუმცა სახელმწიფომ ვერ უზრულველყო მათი სტადიონზე შეყვანა და დისტანციის დაცვით სკამებზე განთავსება, ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით არ დაუშვა.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილოი  რისკის მინიმუმამდე შემცირებაზე თამაშამდე 2 დღით ადრე საუბრობდა.  თუმცა რა მივიღეთ?  ცარიელი ტრიბუნების ფონზე,  სტადიონთან შეკრებილი ასობით ადამიანი და კორონავირუსის გავრცელების უფრო დიდი რისკი.    

ისევ შერჩევით სამართალი - სახელმწიფომ ბართლომეს ღამე მოუწყო ბიზნესს და სოციალური დისტანციის დარღვევის გამო ათასობით ლარით დააჯარიმა.

იმავე დღეს, სულ რამდენიმე საათით ადრე ოცნებამ ბევრად მასშტაბური საზეიმო შეხვედრა მოაწყო. დისტანცია არავის ახსოვდა.

საქართველოში  კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მაჩვენებლით თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობამ სამნიშნა ციფრს გადააჭარბა.  რა ტიპის შეზღუდვები და აკრძალვები დაწესდება და ვისთვის, ამას ხვალ გავიგებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი