საქართველო 2:2 სომხეთი - ერთა ლიგის მესამე ტური

გამოქვეყნდა:

ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 5 ქულით ლიდერობს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, რომელმაც ტალინში ესტონეთთან 3:3 ითამაშა. შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს ჩვენი გუნდი სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიასთან სკოპიეში გამართავს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების თამაში შეაფასა.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წუთებში ორი ქულა დავკარგეთ. მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ“ – თქვა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთის ეროვნულ გუნდს ნეიტრალურ მოედანზე, პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე დაუპირისპირდა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი