სასმელი და სარწყავი წყლის არ არსებობა ის მთავარი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც მცხეთა-მთიანეთის მცხოვრებლები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს, სთხოვენ.
მუხრანის ბაზრის მოვაჭრეები ცეზარ ჩოჩელს უყვებიან, რომ პირობების არ ქონის გამო მოსავალი უფუჭდებათ და რის გადარჩენასაც გვალვისგან ახერხებენ, ვერ ყიდიან, რადგან ბაზარში მყიდველების დეფიციტია.
მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ ფუჭად გაფლანგული რვა წლის განმავლობაში ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა უნდა მოგვარებულიყო და არჩევნების შემდეგ ყველასთვის აუცილებელ ცვლილებებს აანონსებს.