პოლონეთში ჩხუბის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პოლონეთში ჩხუბის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქე 44 წლის ვანო სანებლიძეა, რომელიც წარმოშობით ქუთაისიდან იყო. პოლონური სააგენტოს ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დაპატიმრებულია. 

პოლონეთში მყოფი ქართველები ყვებიან, რომ დაღუპული ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა და ხელმძღვანელთან, ანაზღაურების საკითხზე, უთანხმოება ჰქონდა. მათ შორის გაურკვევლობა ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც სანებლიძე დაიღუპა. 

დაღუპულის ახლობლებს "მთავარი არხი" ესაუბრა. მათი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი საკითხი სამშობლოში ცხედრის გადმოსვენებაა. ოჯახის ინფორმაციით, 44 წლის სანებლიძე საზღვარგარეთ, ჯერ საფრანგეთში და შემდეგ პოლონეთში, სამუშაოდ 1 წლის წინ წავიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი