პოლონეთში, ჩხუბის დროს, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

პოლონეთში, დაპირისპირებისა და ჩხუბის დროს, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულია 44 წლის წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქ ოსიაში ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა.

პოლონეთში მყოფი ქართველები ყვებიან, რომ ვანო სანებლიძეს უთანხმოება მის ხელმძღვანელთან, ანაზღაურების გამო მოუვიდა. დაპირისპირება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დამნაშავე უკვე დაკავებულია, საგამოძიებო მოქმედებები კი შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი