"გამლანძღა, მიყვირა..." - ოპონენტების შემდეგ, გორის მე-5 სკოლის დირექტორი მშობლების ლანძღვაზე გადავიდა

გამოქვეყნდა:

"მთავარ არხს" გორის მეხუთე საჯაროს სკოლაში გადაღებული შიდა კადრები მიაწოდეს, სადაც კარგად ჩანს ის მძიმე ვითარება, რომელშიც მოსწავლეებს უწევთ ყოფნა. 

ამ ყველაფრის ფონზე კი სკოლის დირექტორი, რომელიც სოციალურ ქსელში აგრესიული პოსტებითა და სიძულვილის ენით გამოირჩევა, მშობელს, რომელმაც შვილის დისტანციურ სწავლის რეჟიმზე გადაყვანა ითხოვა, დაუპირისპირდა და გალანძღა.

მშობელი ამბობს, რომ არასრულწლოვანს დიაბეტი აქვს და შექმნილ ვითარებაში მისთვის სკოლაში სიარული სახიფათოა, თუმცა ზურაბ ქარელმა მშობელს შვილის სხვაგან გადაყვანა ურჩია -

"გამლანძღა, მიყვირა, მოშორდი აქედან,, ბავშვი გადაიყვანე სხვა სკოლაშიო" - ამბობს მშობელი.

გორის მეხუთე საჯარო სკოლაში კი "მთავარი არხი" არ შეუშვეს. ოპოზიციის ინფორმაციით, ზურაბ ქარელს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მფარველობს, რის გამოც ის ხელშეუხებელია და არც ერთხელ არ უგია პასუხი იმ აგრესიისთვის, რასაც სოციალურ ქსელში ამჟღავნებს.

გინება, ლანძღვა და შეურაცხყოფა - გორის მე-5 საჯარო სკოლის მაგინებელი დირექტორი იმუნიტეტით სარგებლობს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი