ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი სკოლიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

მცხეთაში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირქტორი, რომელიც სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. საჯარო მოხელის შვილი, ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბის წევრია, რაც სკოლის დირექოტირს წინააღმდეგ "რეპრესიების" მიზეზი გახდა. 

დოდო ჭოტორლიშვილს, ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი, "ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს, პირველადი დათვალიერებით, მას ინფაქტის ნიშნები აქვს. 

პირველადი მდგომარეობით ინფაქტის ნიშნები აქვს და უკავშირდება პოლიტიკურ აქტივობას. როცა გაარკვიეს, რომ ვიყავი ცეზარ ჩოჩელთან და კახა ოქრიაშვილთან, იმის შემდეგ მოხდა ეს. ვერავის ვერ გააჩერებენ. რაც ია კერზაიას დამართეს, ახლა უნდათ, რომ განმეორდეს, ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დამთავრდეს, - თქვა მასწავლებლის შვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარია დედამისი კარგად იყოს და ბრძოლისთვის ყოველთვის მზად იქნება. შეგახსენებთ, რომ "მთავრი არხისთვის" დღეს, 12 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ სკოლის დირექტორს უფლებამოსილება არ გაუგრძელეს და სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი