ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი

გამოქვეყნდა:

ლებრონ ჯეიმსი გახდა პირველი კალათბურთელი ისტორიაში, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალის მოთამაშის, MVP-ის ტიტული, სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო. ეს მან 2011-2012 წლების და 2012-2013 წლების სეზონში მაიამი ჰითთან ერთად მოახერხა, 2015-2016 წლების სეზონში კლივლენდ კავალიერზთან, ხოლო 2020 წლის 12 ოქტომბერს ჯეიმსმა ტიტული ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ერთად დაისაკუთრა.

ლეიკერსმა, ჯეიმსის ლიდერობით, NBA-ს მიმდინარე სეზონის ფინალურ სერიაში მაიამი ჰითს (ლებრონ ჯეიმსის ყოფილი გუნდი) 4-2 აჯობა და ჩემპიონობა იზეიმა. თავად ჯეიმსმა ჩემპიონობისთვის მომტან შეხვედრაში სამმაგი დუბლი, 28 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი