ხელვაჩაურის მერის გინებისა და უკანონო სახლების სოლიდური მარაგი

გამოქვეყნდა:

ოცნების მაღალჩინოსანი და ხელვაჩაურის მერი ჟურნალისტის ჯერ შენიშვნამ, შემდეგ კი შეკითხვამ გააღიზიანა (რატომ გადაადგილდებოდა სახელმწიფო მანქანით საარჩევნო კამპანიის ფარგლებში) და გინების მარაგი გახსნა, რითაც კანონი ორმაგად დაარღვია.

ეს ჯუმბერ ვარდმანიძის ერთადერთი დარღვევა არ არის: მან მახინჯაურში უკანონოდ სამსართულიანი სახლი აიშენა. მიწის ნაკვეთზე , სადაც სამშენებლო სამუშაობი დაიწყო, მშენებლობის ნებართვა გაცემული ამ დრომდე არ არის. მერის ახალი სახლი,1.5 მილიონზე მეტი ლარი ღირს. მშენებლობის და მასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ მერს ქონებრივ დეკლარაციაში არასდროს ჩაუწერია.

რა თქმა უნდა, ვარდმანაძე არ გადამდგარა, არც ბოდიში მოუხდია, უბრალოდ, თქვა, რომ რომ ემოციებს აჰყვა. უკანონო მშენებლობაზე დასმულ კითხვაზე პასუხად კი აცხადებს, რომ დრო ვერ გამონახა. მის მიმართ გაჟღერებული ბრლადებების ავტორებს პროკურატურაში ამისამართებს. 

მერის მხრიდან შეურაცხყოფილი ჟურნალისტის მხარდასაჭერად და ვარდმანიძის წინააღმდეგ მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, ხელისუფლება თავად ახალისებს ჩინოვნიკების მხრიდან ძალადობას და მსგავს ფაქტებზე არ რეაგირებს. დარწმუნებული არიან, რომ არც ხელვჩაურსის მერს მოსთხოვს ვინმე პასუხს.

შეგახსენებთ, რომ ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სოფელ მაჭახელაში ოცნების კანდიდატებთან ერთად დააფიქსირეს. აგიტაციაში მონაწილე მერს "ბათუმელების" ჟურნალისტმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კითხვა დაუსვა, რასაც გინება მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი