მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, დოდო ჭოტორლიშვილის გარდა, სკოლის 6 დირექტორია გათავისუფლებული. პედაგოგების ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ხელისუფლება მათ ოპოზიციის მხარდაჭერის გამო სჯის.
სოფელ გალავნის, წილკნის, მისაქციელის და ქსნის სკოლების გათავისუფლებული დირექტორებს თანამდებობაზე ყოფნის ვადა გაუვიდათ, თუმცა უნდა მომხდარიყო გადანიშვნა და დაეწერინებინათ განცხადებები, თუმცა როგორც დირექტორები ამბობენ, მათთვის არავის არაფერი შეუტყობინებია.
ქსნის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, დოდო ჭოტორლიშვილი, რომელიც თანამდებობიდან პოლიტიკური სიმპათიების გამო გაათავისუფლეს, ამბობს, რომ მისი კოლეგების ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციას სოფლის რწმუნებულები სუს-ს აწვდიან, რის შემდეგაც განათლების სამინისტროში დგება სია ვინ უნდა დარჩეს თანამდებობაზე და ვინ უნდა გათავისუფლდეს, ეს სია კი შემდეგ შემდეგ რესურსცენტერბში იგზავნება.
ჩუმად მოხდა განცხადებების დაწერა იმ დირექტორებზე რომლებიც იმ რაღაც ჯადოსნურ სიაში იყვნენ და ჩვენ, 6 დირექტორი რომლებიც სიის მიღმა აღმოვჩნდით, არ მოგვცეს საშუალება განცხადება დაგვეწერა ულფებამოვალეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით - ამბობს დოდო ჭოტორლიშვილი.
დირექტორების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას ეხმაურება ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ასევე პოლიტიკურ ტერორს შეწირული ია კერზაიას შვილი. ბაჩანა შენგელია ხელისუფლებას მოუწოდებს, დირექტორების გადანიშვნაზე არჩევნების დასრულებამდე მორატორიუმი გამოაცხადოს.