რუსი და ამერიკელი სუპერვარსკვლავი ჩოგბურთელები მარია შარაპოვა და სერენა უილიამსი ყველაზე მდიდარი ამერიკელი ქალების ასეულში შევიდნენ.
Forbes-ის გამოქვეყნებულ რეიტინგში, სერენა უილიამსი 83-მე პოზიციას იკავებს, ხოლო შარაპოვა 87-ს. სერენა უილიამს კარიერაში 225 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს გამომუშავებული, ხოლო შარაპოვას 200 მილიონი.
არია შარაპოვა რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ FORBES-მა იმის გამო შეიყვანა ამ სიაში, რომ ის უკვე დიდი ხანია კალიფორნიაში ცხოვრობს.
შეგახსენებთ, შარაპოვამ 2020 წელს დაასრულა კარიერა.