საქართველო-მაკედონია 1-1 - გადამწყვეტი თამაში 12 ნოემბერსაა

გამოქვეყნდა:

ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 1:1 დასრულდა.

მატჩი მაკედონიაში, ქალაქ სკოპიეს "ტოდორ პროესკის" სახელობის სტადიონზე ჩატარდა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე ტაიმში 73 წუთზე გაიტანა. მოწინააღმდეგემ კი ანგარიშის გათანაბრება დამატებით დროში, 92 წუთზე, პენალტით შეძლო.

ცნობისთვის, გუნდები შემდეგ შეხვედრას ევრო 2020-ის ფარგლებში 12 ნოემბერს გამართავენ. შეხვედრა თბილისში, დინამოს სტადიონზე ჩატარდება. მატჩში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი