ხელისუფლება პანდემიის მეორე ტალღასთან ერთად სეზონურ გრიპსაც მოუმზადებელი ხვდება. ქვეყნის მეთაური საგანგაშოდ არ თვლის იმას, რომ ახლა ქვეყანაში მხოლოდ 25 000 ცალი გრიპის ვაქცინაა შემოტანილი, რომელიც პირველ რიგში ორსულებს, ბავშვთა სახლებს, ხანდაზმულებსა და შიდსით დაავადებულ ადამიანებს უნდა მოხმარდეთ, თუმცა ეს რაოდენობა ამ მიზნობრვი ჯგუფების აცრისთვის აკმარისი არ არის. ხელისუფლება პირობას დებს, რომ კიდევ 110 000 ცალი ზესონური გრიპის ვაქციასნ შემოიტანს. მოთხოვნა დიდია, მცირე რაოდენობის გამო მოქალაქეებს ვაქცინაზე ხელი არ მიუწვდებათ.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მინსიტრს პასუხობენ, რომ მათ მოსახლეობის დროული აცრა უკვე დააგვიანებულია. ვაქცინამ, რომ ორგანიზმში შეაღწიოს და შედეგი მოქალაქემ მიიღოს ამისათვის საჭიროა, რომ აცრა გაციებამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე გაკეთდეს. ორ კვირას სეზონური გრიპის ვირუსი შესაძლოა უკვე პიკურ მაჩვენებლზე იყოს. ხელისუფლებას მოქალაქეების აცრისთვის სავარაუდო დრო მხოლოდ 20 ნოემბრამდე რჩება. როგორ მოახერხებს ეკატერინე ტიკარაძის უწყება, აცრის მსურველთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, უცნობია.
ექსპერტების მტკიცებით არც 135 000 და არც 2-ჯერ მეტი ვაქცინა ქვეყანაში საკმარისი არ არის. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები განმარტავენ, რომ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების 60%-თვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სეზონური ვაქცინა, რაც 2 მილიონამდე მოქალაქეს უდრის. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით მათ შორის სეზონური გრიპის ვაქცინების შემოტანა დააგვიანა.
იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება დროულ ვაქცინაციას ვერ ჩაატარებს, ქვეყანაში დაიწყება კრიზისი. ვირუსულ-ინფექცია covid-19-სა და სეზონურ გრიპს ფაქტობრივად ერთი სიმპტომები აქვთ. ყველა სეზონური ვირუსის გამოვლენა კი მოქალაქეში კორონავირუსის სავარაუდო ეჭვს შექმნის, რის გამოც ჯანდაცვის სფერო კიდევ უფრო დიდ კრიზისში აღმოჩნდება.
ცნობისთვის, დღეს ამირან მაყრელიძემ თქვა, რომ ჯერ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან ორსულები, მოხუცები, ბავშვები, შიდსითა და C-ჰეპატიტით დაავადებულები.
აქვე, ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.