ჯერ აიცრებიან ორსულები, მოხუცები, ბავშვები, შიდსითა და C-ჰეპატიტით დაავადებულები-გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

მთავრობაში ამტკიცებენ, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო 25 000 ვაქცინა უკვე ქვეყანაშია და დამატებით კიდევ შემოიტანენ. 

განცხადება დღეს პრემიერმინისტრმა გააკეთა. გახარია ამტკიცებს, რომ გრიპის ვაქცინების უპრეცედენტო რაოდენობა გვაქვს შეძენილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იმ ჯგუფებს ასახელებს, ვინც პირველ ეტაპზე აიცრებიან:

25000 ვაქცინა შემოსულია და დარიგებულია პოლიკლინიკებში, პირველ ეტაპზე აიცრებიან ორსული ქალბატონები, მოხუცთა თავშესაფრები, ბავშვთა სახლები და ბაღების აღმზრდელები, ასევე შიდსით დაავადებული და C-ჰეპატიტის მკურნალობის პროცესში მყოფი პაციენტები" - ამბობს გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ წელს იმაზე სამჯერ მეტი რაოდენობით ვაქცინა აქვთ შეძენილი, ვიდრე წინა წლებში:

"სამჯერ მეტი რაოდენობა შევიძინეთ, ვიდრე ვგეგმავდით. ვაქცინების გამოყენებას კონკრეტული სტრატეგია აქვს და გამოიყენება რისკჯგუფებში და პირველ ეტაპზე ხდება იმ ადამიანების აცრა, ვისაც ეს უკიდურესად ესაჭიროება" - ამბობს ტიკარაძე.

მთავრობაში ამბობენ, რომ დამატებით 11 0000 ვაქცინა ქვეყანაში მომდევნო კვირაში შემოვა და მოწყვლადი ჯგუფების გარდა, დანარჩენ მოქალაქეებზეც განაწილდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი