შემოიარე საქართველო - ენმ-ს ლიდერები საგარეჯოს მოსახელობას შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

"შემოიარე საქართველო" - კამპანიის ფარგლებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერებმა, ზაალ უდუმაშვილმა, შეხვედრა საგარეჯოში გამართეს.

ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, ზაალ უდუმაშვილი, სალომე სამადაშვილი და თამარ კორძაია, საგარეჯოში, მაჟორიტარობის კანდიდატთან, ლევან ბეჟაშვილთან ერთად ჩავიდნენ, მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს და საარჩევნო გეგმა გააცნეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამბობენ, რომ საგარეჯოში და მთლიანად კახეთში, ერთ- ერთ მთავარ პრობლემად რთველი და ყურძენზე დაწესებული მინიმალური ფასი რჩება.

"კახელებმა თავის თავზე გამოსცადეს დიდი ტყუილი რაც ივანიშვილის დაპირება იყო, ყურძნის ფასი დღეს დამამციერებელია კახელი გლეხისთვის და ეს უნდა გამოსწორდეს", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

გარდა ამისა, საგარეჯოში პრომლებაა ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომლებიც ხელისუფლებამ, დაპირების მიუხედავად, წლობით მოუგვარებელი დატოვა.

შეგახსენებთ, "შემოიარე საქართველო" გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაა, რომელიც აქტიურ ფაზაში 12 ოქტომბრიდან შევიდა და კახეთიდან დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი