ცესკოს ახალი რეგულაციები ხმის მიცემამდე და შემდეგ - კოვიდპანდემია სიტუაციას ცვლის

გამოქვეყნდა:

კორონავირუსს საარჩევნო წესებში  ცვლილებები შეაქვს. ცენტრალურმა საარცევნო ადმინისტრაციამ 31 ოქტომბრისთვის ახალი რეგულაციები დაადგინა. კოვიდ ინფექციის პრევენციის მიზნით  რეგულაციები წესდება როგორც საარჩევნო უბნებზე ასევე ამომრჩევლისთვის რომელიც კენჭისყრის დღეს ხმის მისაცემად მივა. 
აუცილებელიმ იქნება ხელების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით, აუცილებელი იქნება პირბადე - მის გარეშე ამომრჩეველს უკან გააბრუნებენ და მოაქალაქეობრივი ვალის შესრულებას მხოლოდ პირბადის თანხლებით შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი