სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ კორონასთან გამკლავების გეგმას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, აკრიტიკებს და მთავრობას თანხების არამიზნობრივ განაწილებაში სდებს ბრალს. ამასთან დაკავშირებით ნათელაშვილმა დღეს "დღის სტუმარში" ისაუბრა.
"დაკეტეს მთელი ქვეყანა, იფიქრეს მარტო საკუთარ ბიზნესზე და შემოსული დახმარება, ასეულობით მილიონი, გადარიცხეს თავიანთ ბანკებსა და სამშენებლო კომპანიებში. ეს შავბნელი ეპოქა უნდა გადავშალოთ და ჩავაბაროთ წარსულს 31 ოქტომბერს. მათ არ უშველით არანაირი ფსიქოზი და კორონაობა. კორონა არის კეთილშობილება მათთან შედარებით", - ამბობს ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ეპიდსიტუაცია ნელნელა სულ უფრო რთულდება, რასაც რეკორდულად გაზრდილი კოვდშემთხვევები მოწმობს. ცნობისთვის, მხოლოდ ბოლო 24 საათში საქართველოში დამატებით 958 ადამიანი ინფიცირდა.