"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამომრჩეველს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შეხვდა. შეხვედრაზე "ენმ"-ს წარმომადგენლებმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაურეს, რომელსაც ისინი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობის დასახმარებლად გადადგამენ.
"არ არის მწვანე საფარი, ინფრასტრუქტურა გაუმართავია, ტრანსპორტის პრობლემაა და ზოგადად გაჭირვება, სიღარიბე და ადამიანების უკიდურესი უიმედობა, სწორედ ამას შევცვლით მოსახლეობასთან ერთად არჩევნებზე" - ამბობს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.