უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში, რომელიც ხელისუფლებამ შიმშილისთვის გაწირა. იასონ მეტრეველი, რომელსაც წლების წინ, ქართულმა ოცნებამ სოციალური დახმარება მოუხსნა, დაზიანებულ რკინის ვაგონში ცხოვრობს. ის მძიმე ავადმყოფია, არ აქვს შემოსავალი. ავადმყოფობის გამო ფიზიკური მუშაობა არ შეუძლია. ქართული ოცნებისაგან მიტოვებული ახალგაზრდა კაცი ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გიორგი კაპანაძემ მოინახულა.