უნივერსიტეტები, შესაძლოა, ეპიდაფეთქების კერად იქცეს - სტუდენტების პროტესტი

გამოქვეყნდა:

აუდიტორიებში სწავლის ხვალიდან განახლებას სტუდენტები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მძიმე ეპიდვითარების ფონზე, უმჯობესია, უმაღლესი სასწავლებლები დისტანციურ რეჟიმზე დარჩნენ. 

სტუდენტების აზრით, უნივერსიტეტში სიარული განსაკუთრებით სარისკო იქნება ხანში შესული ლექტორებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე სტუდენტებისთვის. 

"თუ ჩვენ 19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტში მივალთ, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. ფაქტობრივად, ამით ლეგიტიმურს ვხდით აუდიტორიებში სწავლის გაგრძელებას, რაც ასე არაა", - ამბობს სტუდენტი, კონსტანტინე ჯინჭარაძე. 

ამასთან, სტუდენტები ფიქრობენ, რომ რეგულაციების სრულად დაცვის შემთხვევაშიც რთული იქნება ინფიცირების რისკის თავიდან არიდება. 

"მთავარი მოთხოვნაა, გვქონდეს არჩევანის უფლება - სწავლა დისტანციურად გვირჩევნია, თუ ადუტორიებში", - ამბობს ერთერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი.

შეგასენებთ, რომ 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრებით სწავლა ხვალიდან, 19 ოქტომბრიდან განახლდება.

ავტორი: საბა ბუაძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი