
ხვალიდან, 19 ოქტომბრიდან უმაღლესი სასწავლებლები თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში, სწავლას ისევ დისტანციურად განაგრძობენ და უნივერსიტეტებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება.
სამინისტროს ინფორმაციით, აუდიტორებში უსაფრთხოების ყველა წესი დაცულია:
უნივერსიტეტების მხრიდან ზედმიწევნით არის დაცული ყველა სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია - ეს არის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მერხებს შორის, ყველა სააუდიტორიო სივრცეში სტუდენტის პირბადით გადაადგილება, სანიტაიზერების, დეზობარიერების გამოყენება, საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლისას თერმოსტრკრინინგი და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გადაამოწმა ყველა უნივერსიტეტი სასწავლო წლის დასაწყისში, მათზე გაცემულია ნებართვა და შესაბამისად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული, - ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი
შეგახსენებთ რომ აუდიტორიებში სწავლის განახლება დღეს სტუდენტების ნაწილმა გააპროტესტა. მათი თქმით, აუდიტორიებში დაბრუნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დიდი რისკის შემცველია როგორც თავდა სტუდენეტებისთვის, ისე პროფესორ-მასწავლებლებისთვის.